სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას სუდანში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო მდივანი კოლინ პაუელი დაესწრება.
კვირას, 9 იანვარს, ამ ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერამდე პაუელი შაბათს რეგიონალურ ლიდერებს ხვდებოდა. ამერიკის სახელმწფო მდივანი ჟურნალისტებს მოგვიანებით შეხვდება და სუდანში, ოცდაერთწლიანი სისხლისღვრის შემდეგ შემდგარი სამშვიდობო გეგმის შესახებ ისაუბრებს.
ნაირობიში დაგეგმილ ცერემონიას აფრიკულ სახელმწიფოთა ლიდერებიც დაესწრებიან.
პაუელი, სავარაუდოდ თავის გამოსვლაში ასევე ილაპარაკებს სუდანის დასავლეთ დარფურის რეგიონში სეპარატისტული კრიზისის დასრულების მნიშვნელობაზე.