ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი ვიზიტს აგრძელებს ცუნამით დაზარალებულ რეგიონებში - 2005-01-08


დღეს, კოფი ანანი შრი ლანკის ქალაქ გალედან აღმოსავლეთის ქალაქ ჰამბანთოთასკენ გაემგზავრა სადაც მას შრი ლანკისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები შეუერთდნენ.

ამ ფონზე, იმ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ დღეებში შრი ლანკის დაზარალებული სანაპირო ზონის რაიონებში იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ კატასტროფის შედეგები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს, და ამდენად, გადარჩენილთათვის პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდება კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს.

სახელმწიფო და კერძო შენატანების საერთო რაოდენობა ცუნამის დაზარალებულთა ფონდში 5თ მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ შეჩერდეს დაზარალებული ქვეყნების მიერ დავალიანების დაფარვის პროცესი, რაც აზიის მთავრობებს, როგორც გაირკვა, მილიარდობით დოლარს დაუზოგავს.

სამწუხაროდ, ამ წუთებშიც იზრდება ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი. ეს ციფრი დღემდე 153 ათას აღწევდა. როგორც ჯანდაცვის უწყებების თანამშრომლები აცხადებენ, მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უპრო გაიზრდება მიყენებული ჭრილობების შედეგად თუ სხვადასხვა დაავადების გავრცელებასთან ერთად.

XS
SM
MD
LG