ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი: კონგრესში ცერემონიაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაითვლიან - 2005-01-06


დღეს ამერიკის კონგრესის მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც ოფიციალურად მოხდება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლა და ჯორჯ ბუშს გამარჯვებულად გამოაცხადებენ.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი ცერემონიასა, და კონგრესის სხდომას გაუძღვება. ცერემონიაზე, ამერიკის 50-ივე შტატის საარჩევნო ხმებს შავი ყუთებიდან ამოიღებენ და დათვლიან.

მაშნ როცა ჯორჯ ბუშის გამარჯვებას უკვე არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ კონგრესმენთა ჯგუფი ოჰაიოს შტატის საარჩევნო შედეგების გაპროტესტებას აპირებს.

XS
SM
MD
LG