ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოება ერაყში: იად ალავი საგანგებო კანონებს ვადას უგრძელებს - 2005-01-06


ერაყის პრემიერ მინისტრმა იად ალავიმ ქვეყანაში მოქმედ საგანგებო კანონებს კიდევ 30 დღით გაუგრძელა ვადა, რათა 30-ი იანვრისთვის დაგეგიმლი არჩევნებისთვის უშიშროება მაქსიმალურად იყოს გამკაცრებული.

ახალი კანონები, რომლებიც თავდაპირველად ორი თვის წინ შევიდა ძალაში და მათი მოქმედების ვადა დღეს იწურება, ერაყის მთავრობას დამატებით უფლებებს ანიჭებს საგანგებო სიტუაციის და ქალაქებს შორის მოძრაობის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, მეზობელ იორდანიაში ტარდება კონფერენცია სადაც ერაყელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ არ დაემორჩილონ ზოგიერთი სუნიტი ლიდერის მოთხოვნებს არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით.

პარალელურად ამისა, ერაყის ქალაქ მოსულში პოლიციის განცხადებით აღმოჩენილია 18 შიიტი მუსლიმანის გვამი. მათი სხეულები გუშინ აღმოაჩინეს, თუმცა პოლიცია იყტობინება რომ ისინი ალბათ ერთი თვის წინ მოკლეს.

XS
SM
MD
LG