ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარონი: მთავრობა ყველა ღონეს იხმარს მოსახლეების ევაკუირებისათვის - 2005-01-05


ისრაელის არმიის თანახმად პალესტინელი მოთარეშეების მიერ ღაზის საზღვართან რაკეტების გატყორცნის შედეგად 12 ჯარისკაცია დაჭრილი. არმიის წარმომადგენელმა თქვა, რომ რაკეტები ისრაელის სამხრეთის ქალაქ სდეროთთან მდებარე ისრაელის ბაზას მოხვდა.ისლამის ჯიჰადმა და ალ აქსას ჯგუფმა იკისრეს პასუხისმგებლობა ამ თავდასხმისათვის. მათ განაცხადეს, რომ ეს იყო შურისძიების აქტი .დღეს,ისრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლეს ,რომელიც მათ თავს დაესხა საზვართან. ამ ფონზე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა არიელ შარონმა ღაზიდან გასვლის გეგმის მოწინააღმდეგეები გააფრთხილა ,რომ მთავრობა ყველა ღონეს იხმარს მოსახლეების ევაკუირებისათვის.

XS
SM
MD
LG