ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 დეკემბრის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ უგზო უკვლოდ დაკარგულთა პოვნის იმედი იწურება - 2005-01-05


26 დეკემბრის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ უგზო უკვლოდ დაკარგულთა პოვნის იმედი იწურება. ახლა, მაშველი ძალების მუშაკები გადარჩენილთა დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი რონ კორბენი ბანგკოკიდან იუწყება, ყველაზე მეტად ბავშვები საჭიროებენ დაცვას. ექსპერტები აკეთებენ გაფრთხილებას შესაძლებელი ეპიდემიების შესახებ. ყველაზე მეტად ეპიდემიის საფრთხე ბავშვებს ელით.მაგრამ, როგორც გაეროს ოფიციალური პირები ამბობენ, ტრეფიკინგში გარეული ბანდები უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებზე ნადირობენ.დღეს ბანგკოკში იუნისეფის რეგიონალურმა დირექტორმა ანუპამა რაო სინგმა განაცხადა,რომ ბავშვების დაცვას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება იუნისეფის თანახმად კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა ერთი მესამედი ბავშვებია.ინდონეზია აცხადებს, რომ აჩეს პროვინციაში სულ მცირე 35.000 მა ბავშვმა ორივე ან ერთი მშობელი მაინც დაკარგა. ისინი უაღრესად ტრავმირებულნი არიან და საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მათი გამოჯანსაღების პროცესი. ქალბატონი სინგი სთვლის, რომ ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდნენ სკოლაში, რაც მათი გამოჯანსაღების პროცესის ნაწილი უნდა იყოს. ამას კი წლები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG