ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუენოს აირესში ხანძრის შედეგად 117 ახალგაზრდა დაიღუპა  - 2005-01-02


ბუენოს აირესის ერთერთ ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად, როგორც უკვე გითხარით 117 ადამიანი დაიღუპა.

არგენტინის დედაქალაქის მორგებს უკვე მიაწყდნენ მსხვერპლთა ოჯახის წევრები, რომლებიც დაღუპული ნათესავების ამოცნობას ცდილობენ.

ხანძრის დროს, ორი ათასამდე თინეიჯერი გაქცევას შეეცადა, მაგრამ ქალაქის ოფიციალური უწყებების თანამშრომელთა განცხადებით ექვსიდან ოთხი საგანგებო შემთხვევებისთვის განკუთვნილი გასასვლელი კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG