ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი მორიგ რეიდს აწყობს ღაზის სექტორში - 2005-01-02


რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელმა დააასრულა ოპერაცია პალესტინელი მეამბოხეების წინააღმდეგ ღაზის სექტორის სამხრეთში, ისრაელის საჯარისო შენაერთები და ტანკები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მონაკვეთში შეიჭრნენ.

ისრაელის განცხადებით, ორივე რეიდი პალესტინელი მეამბოხეების მიერ ებრაულ სამოსახლეობზე მიმდინარე თავდასხმების შესაჩერებლად განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ორივე რეიდი ერთი კვირით უსწრებს წინ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებს.

ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებმა აჩვენეს რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე მაჰმუდ აბასი წინასაარჩევნოდ ბევრად უსწრებს უსწრებს თავის მეტოქეს, მუსთაფა ბარგუთის.

აბასმა აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს ისრაელის რეიდებისგან დაიცავს. მან ასევე გააკრიტიკა თავდასხმები ისრაელზე, აღნიშნა, რა რომ ისინი არაფრის მომტანია ორი ხალხის ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG