ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამაშველო სამუშაოები გრძელდება - 2005-01-02


ამერიკის საზღვაო შვეულმფრენები დღეს ინდონეზიის ცუნამით განადგურებული, მიუწვდომელი აჩეს პროვინციიდან გადარჩენილების ამოყვანასა და ტრანსპორტირებას შეეცდებიან. რეგიონში სამაშველო სამუშაოების წარმატებისათვის ასეთ ზომას, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯს უწოდებს .

ამერიკული, ავსტრალიური და ინდონეზიური სამხედრო შვეულმფრენები ასევე სურსათ სანოვაგისა და პირველადი მოხმარების საგნებს ჩამოაგდებენ აჩეს მოწყვეტილ ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ პროვინციის დიდი მონაკვეთი ჯერ კიდევ მიუწვდომელია მაშველებისთვის.

ცუნამის შედეგად მთლიანობაში, დღემდე 127 ათასი ადამიანი ითვლება დაღუპულად. მილიონები კი უსახლკაროდ არიან დარჩენილნი.

სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას კი განადგურებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ტექნიკური საკითხი და უამინდობა აფერხებს.

XS
SM
MD
LG