ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ცუნამის შედეგების სალიკვიდაციოდ 350 მილიონ დოლარს გაიღებს  - 2005-01-01


აზიაში ცუნამის შედეგად დაღუპული მოსახლეობის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომავალი ერთი კვირის მანძილზე სახელმწიფო დროშების დაშვება ბრძანა.

ტრადიციული რადიო მიმართვისას, ბუშმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ადამიანის გონება ჩაწვდეს ამ ტრაგედიის მასშტაბებს. ამერიკამ, ცუნამის ჰუმანიტარულ ფონდში უკვე 350 მილიონი დოლარის გადარიცხვა გადაწყვტია. ბუშის განცხადებით, ამერიკელები, ამას გარდა ინდივიდუალური შენატანების სახით მილიონობით დოლარს სწრავენ სამაშველო ოპერაციებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის მეთაურობით, უმაღლესი დონის დელეგაცია ფლორიდის გუბერნატორის, ჯებ ბუშის ჩათვლით დაზარალებულ რეგიონში მიემგზავრება.

რადიო მიმართვაში, ჯორჯ ბუშმა ამერიკელებს ახალი წელი მიულოცა და მათ აღუთქვა, რომ ქვეყანა რწმენით გააგრძელებს სხვლას ტერორიზმის წინააღმდეგ ომში.

XS
SM
MD
LG