ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლინ პაუელი კოფი ანანს ხვდება - 2004-12-31


დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს ხვდება. მხარეები ცუნამით დაზარალებული ქვეყნებისადმი დახმარების საკითხს განიხილავენ.

პაუელი ზეგ ფლორიდის გუბერნატორ ჯებ ბუშთან ერთად სტიქიური უბედურების ზონაში მიფრინავს. პრეზიდნეტ ბუშის ძმას ჯებ ბუშს საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის საქმეში, რადგანაც ფლორიდაში ხშირად მძვინვარებს სტიქია. ბუშის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ამგვარი ვიზიტები კატასტროფის მასშტაბების უფრო ზუსტ სურათს იძლევა, რაც მასიური სადამხმარებლო სამუშაოების უკეთ კოორდინირებისთვისაა აუცილებელი.

XS
SM
MD
LG