ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიის ქვეყნებში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 125.000-ს მიაღწია - 2004-12-31


აზიის ქვეყნებში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 125.000-ს მიაღწია.

შრი ლანკაში დაღუპულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა, ინდოეთში სულ მცირე 7,700 კაცია დაღუპული, ინდონეზიაიში UNICEF-ის წარმომადგენელმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა, რომ დახმარების პირველი პარტია უკვე იგზავნება აჩეს პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ცუნამისაგან.

ინდონეზიის ეს პროვინციაში მთლიანადაა მოშლილი ინფრასტრუქტურა. არ მოიპოვება საწვავი და სურსათ-სანოვაგე. პრაქტიკულად არ მუშაობს არანაირი სატრანსპორტო საშუალება.. აჩეში, ამასთან, მოსახლეობას საკვები კატასტროფის პირველი დღდან პრაქტიკულად არ მიუღია. არსებობს ცნობები, რომ ადგილზე, საავადმყოფოებში პაციენტები მეოთხე დღეა შიმშილობენ. გაერო აცხადებს, რომ ქოლერისა და ტიფის ეპიდემიების შემთხვევაში მსხვერპლი გაორმაგდება.

XS
SM
MD
LG