ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიის შედეგად ცხოველები არ დაღუპულან - 2004-12-29


შრი ლანკის გარეული ცხოველების დაცვის უწყებების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ გამანადგურებელი ცუნამის შედეგად ცხოველების დაღუპვა არ დაფიქსირებულა.

ოფიციალურ პირთა განცხადებით, შრი ლანკის იალას ეროვნულ პარკში ადიდებული წყალი სამი კილომეტრით შეიჭრა ხმელეთის ტერიტორიაზე, სადაც ასობით სპილო, ლეოპარდი, გარეული ღორი და სხვა გაიშვიათებული ცხოველები იყვნენ შემორჩენილნი. მათივე განცხადებით, ცხოველები ეგრეთწოდებულმა მეექვსე გრძნობამ, სხვანაირად- საფრთხის მოახლოებისთანავე თვითგადარჩენის ინსტინქტის ამოქმედებამ გადაარჩინა.

XS
SM
MD
LG