ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

26 იანვარს უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება - 2004-12-26


დღეს უზბეკეთში საპარლამენტო არჩევნებია, არჩევნები , სადაც ოპოზიციურ პარტიებს ეკრძალებათ მონაწილეობა.

არჩევნებში მონაწლე ხუთივე პარტია, რომელიც 120-ი საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის პრეზიდენტ კარიმოვის მომხრეებად ითვლება.

როგორც უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარომადგენელმა განაცხადა, ოპოზიციურმა ძალებმა ვერ დააკმაყოფილეს რეგისტრაციისთვის საჭირო მოთხოვნები. თავად ოპოზიციური ძალები კი ამბობენ, რომ მათ უბრალოდ უფლება არ მისცეს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პრეზიდნეტ კარიმოვის ეკონომიკური პოლიტიკა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა გააკრიტიკა.

კარიმოვი კი განმარტავს, რომ დღევანდელი არჩევნები უზბეკეთში დემოკრატიისაკენ გადადგმული ნაბიჯია. მისი აზრით ისლამისტი მეამბოხეების სახით არსებული საფრთხე, რომელიც უზბეკეთს ემუქრება მის ავტოკრატულ პოლიტიკას ამართლებს.

XS
SM
MD
LG