25 დეკემბერს დასავლეთის ქრისტიანული სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, ტერორიზმის საფრთხის, ომებისა და ზოგიერთ ქვეყანაში ქრისტიანების დევნის მიუხედავად. თავის ტრადიციულ საშობაო მიმართვაში, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ შეშფოთება გამოხატა მსოფლიოში ძალადობის გავრცელების გამო. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ერაყში მიმდინარე კონფლიქტს და აფრიკის კონტინენტზე მძვინვარე ომებს, ასევე, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მძიმე სიტუაციას. წმინდა მიწაზე, ბეთლემში პალესტინელთა ახალი ლიდერი მაჰმუდ აბასი საშობაო მესას დაესწრო. წელს ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინელ ქრისტიანებს წმინდა ადგილების მილოცვის უფლება მისცა. იასირ არაფატს უკანასკნელი წლების განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ქრისტიანულ დღესასწაულებზე დასწრება.
აშშ პრეზიდნეტმა ჯორჯ ბუშმა შობის დღესასწაული მიულოცა ამერიკელ ჯარისკაცებს და მადლობა უთხრა სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის.