ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: ამერიკა და რუსეთი პარტნიორებად რჩებიან, თუმცა... - 2004-12-23


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და აშშ-ები პარტნიორებად რჩებიან, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა მთელ რიგ საკითხებში ერაყის ჩათვლით. დღეს, კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ სერიოზული ეჭვი აქვს ერაყში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, იმის გამო რომ ეს ქვეყანა ჯერაც ოკუპირებულია. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ დასავლეთს ორმაგი სტანდარტები გააჩნია არჩევნებთან და ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტმა რეაგირება მოახდინა ამერიკის კრიტიკაზე მისი პოლიტიკურ რეფორმებისადმი და გუბერნატორების არჩევნების გაუქმებისადმი. მან თქვა- მე აღფრთოვანებული არა ვარ იმით რაც აშშ-ებში ხდება, მაგრამ პრეზიდენტი ბუში პატიოსანი ადამიანიაო.

XS
SM
MD
LG