ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა მოსულის სამხედრო ბაზაზე - 2004-12-23


პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ების გაერთიანებული შტაბების უფროსთა თავმჯდომარემ გენერალმა რიჩარდ მაიერსმა განაცხადა, რომ ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ტერაქტი რომელმაც 22 ადამანის სიცოცხლე იმსხვერპლა 13 ამერიკელი ჯარისკათცის ჩათვლით, კამიკაძის ნახელავი იყო. ჯერ არ არის ნათელი თუ როგორ მოახერხა კამიკაძემ ბაზაში ან სასადილო დარბაზში შესვლა,სადაც ასობით ამერიკელი ჯარისკაცი,ერაყის ეროვნული გვარდიის მოსამსახურე და სამოქალაქო კონტრაქტორები სადილობდნენ. ტერაქტისათვის პასუხისმგებლობა მოთარეშეთა ჯგუფმა ანსარ ალ სუნას არმიამ იკისრა. გენერალი მაიერსი ამბობს, რომ ძალზე ძნელია ყოველი თვითმკვლელის აღმოჩენა. პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ასე განაცხადა: “ ჩემი აზრით შეცდომა იქნება ველოდოთ რომ არჩევნების შემდგომ ერაყში სიმშვიდე დაისადგურებს. ჩვენ რეალისტურად უნდა შევხედოთ საქმეს. მოთარეშეები ბევრს კარგავენ. ექსტრემისტები და ტერორისტები და ყველა ისაც ვისაც მათთან აქვს კავშირი ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს დასამაცხებლად-ჩვენ კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, მათი ზრახვების ჩასაშლელად.”

XS
SM
MD
LG