ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეპალელი მაოისტები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ  - 2004-12-19


ნეპალის აღმოსავლეთში, მაოისტი მეამბოხეები საფარიდან თავს დაესხნენ სამხედრო პატრულს. შეტაკების შედეგად 10 სამთავრობო ჯარისკაცი დაიღუპა.

გასულ კვირას, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრმა შერ ბაჰადურ დუბამ მეამბოხეებს ულტიმატუმი წაუყენა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ორმხრივი ბრძოლები გაჩაღდა, და შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა . პრემიერ მინისტრის განცხადებით, თუკი მაოისტები არ შეასრულებენ 13 -ტ იანვრამდე დაწესებული ულტიმატუმის პირობებს, იგი არჩევნებს მაინც ჩაატრებს.

ცნობისთვის, ნეპალელი მაოისტები 1996 წლიდან იბრძვიან ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის გაუქმებისა და კომუნისტური მართველობის დაწესებისათვის.

XS
SM
MD
LG