ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები თურქმენეთში - 2004-12-19


თურქმენეთის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად შედეგებს უკვე გმობენ საფარმურატ ნიაზოვის განდევნილი ოპონენტები. არჩევნებში პარლამენტის 50 წევრი უნდა აირჩიონ.

გაყალბებების მოტივით ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, რომელთა განცხადებით ამომრჩევლის აქტივობა შუადღისათვის 60 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით საარჩევნო უბნები ცარიელია.

ნიაზოვი 64 წლის გახლავთ და შეუზღდავი მმართველობისა და მზარდი პიროვნული კულტის პირობებში მართავს ქვეყანას. თურქმენეთში იდევნება განსხვავებული, ანტისამთავრობო შეხედულებები და დღესდღეობით, პრეზიდენტის დემოკრატიული პარტია ერთადერთი დარეგისტრირებული პოლიტიკური ძალაა.

XS
SM
MD
LG