ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ეროვნული ერთიანობის მთავრობა ყალიბდება - 2004-12-18


ისრაელის მმართველი ლიქუდის პარტიისა და ოპოზიციური შრომის პარტიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, ამ ქვეყანაში ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოყალიბდა.

პარასკევს მიღწეული შეთანხმების შედეგად შრომის პარტიის ლიდერი შიმონ პერესი პრემიერ მინისტრის მოადგილე გახდება, ამ პარტიის წევრები კი მთავრობაში 8 ადგილს მიიღებენ.

ეს შეთანხმება პარასკევს იქნა მიღწეული, რომელიც ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გამოყვანას გაადვილებს. ამასობაში, ღაზის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის არმიის შეჭრის შედეგად უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

XS
SM
MD
LG