ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადი ჰუსეინის მთავრობის გასამართლებას იწყებს - 2004-12-18


ერაყის მართლმსაჯულებამ სადამ ჰუსეინის ორი მაღალი რანგის ოფიცრის საქმეთა განხილვა დაიწყო.

დღეს, სპეციალური ტრიბუნალის წინაშე სადამ ჰუსეინის ახლო ნათესავი, ალი ჰასან ალ მაჯიდი წარსდგა, რომელიც ქიმიკოსი-ალის სახელითაც არის ცნობილი. მასთან ერთად ერაყის ყოფილი თავდაცვსი მინისტრის, გენერალ სულთან ჰაშიმ ახმადის საქმესაც განიხილავენ.

ამ პირებს ბრალი ედებათ ქურთებისა და შიიტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ასევე კუვეიტის დაპყრობაში 1990 წელს.

ამასობაში, ერაყში არ წყდება პარტიზანების თავდასხმები, რომლებმაც ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი ნავთობსადენი ააფეთქეს. ასევე, ნაღმტყორცნებით დაბომბეს ბაღდადის ერთერთი საარჩევნო უბანი, რომლის შედეგად ერთი ადამიანიდაიღუპა.

XS
SM
MD
LG