ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მმართველი პარტია კოალიციას აფართოებს - 2004-12-11


ისრაელის ოპოზიციურმა შრომის პარტიამ დღეს უნდა გადაწყვეტოს შეურთდეს თუ არა ლიქუდის პარტიას მთავრობაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, არიელ შარონმა შრომის პარტია მიიწვია მის მთავრობასთან შეერთებისათვის, მას შემდეგ, რაც მისმა ლიქუდის პარტიამ მოიწონა მმართველი კოალიციის გადახალისება.

მთავრობასთან შეერთება აგრეთვე სთხოვეს ორ რელიგიურ პარტიას. როგორც მოელიან, პარტიებს შორის მოლაპარაკებები მომავალი კვირის დასაწყისში ჩატარდება. პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ მთავრობის გაფართოება შეამსუბუქებს ბატონ შარონზე ზეწოლას ახალი არჩევნების დანიშნვაზე და განამტკიცებს მის გეგმას გაჟის სექტორის ყველა ებრაული დასახლებიდან მოსახლეობის ევაკურების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG