ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში განმეორებითი არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება - 2004-12-04


უკრაინის პრემიერ მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბათილად გამოაცხადოს არჩევნების შედეგები.

ოფიციალურ განცხადებაში პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ სასამართლო ქუჩაში მიმდინარე მოვლენების ზეწოლის შედეგად წავიდა ასეთ ნაბიჯზე . ბოლო ორი კვირაა კევში ოპოზიციის მომხრე ათასობით დემონსტრანტი გამოდის.

ამ ფონზე, ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის მთავრობას მოუწოდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგელობა შესცვალოს.

ევროკავშირი კი უკრაინას თავის წილ დახმარებას სთავაზობს ხელახალი არჩევნებს ორგანიზებაში.

კიევში ვარაუდობენ რომ ხელახალი არჩევნები 26 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG