ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბანგალორში ჩადის - 2004-12-04


უკვე ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, დელიში ვიზიტისას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოში ინდოეთის, როგორც ხმის უფლების მქონე წევრად გახდომის წინადადებას.

პუტინმა აქვე აღნიშნა, რომ თუ უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრთა რაოდენობა იზრდება, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ვეტოს უფლებით ისარგებლოს.

აღსანიშნავია,რომ ამ საკითხის ირგვლივ გაუგებრობა შეიქმნა, მაშინ როცა ინდოეთის პრესაში გაჩნდა მოსაზრება, თითქოს პუტინი მხარს არ უჭერდა ინდოეთის ხმის უფლების მქონე წევრობას. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთმა სარეფორო წინადადებამ უშიშროების საბჭოს მუშაობის ეფექტურობა არ უნდა შეასუსტოს.

დღეს, პუტინი ქალაქ ბანგალორში ჩავიდა, რომელიც ინდოეთის უმაღლესი ტექნოლოგიების ცენტრად ითვლება.

მისი ვიზიტი, როგორც ფიქრობენ, ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური, სამხედრო და სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG