შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი საქმიანობას გააგრძელებს პრეზიდენტ ბუშის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. ამის შესახებ მინისტრს პირადად თხოვა ამერიკის პრეზიდენტმა. რამსფელდმა ამ მოთხოვნას უკვე დადებითად უპასუხა.
დონალდ რამსფელდი, ამერიკის ისტორიაში თავდაცვის მინისტრისთვის უპრეცედენტო წინადადებას იღებს და მესამე ვადით იწყებს მოღვაწეობას.
ერაყის აბუ გრაიბის ციხეში და კუბაზე, გუანტანამოს ყურეში დაკავებულთა მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის შემდეგ რამსფელდი არაერთხელ მოექცა პრესისა და საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში.
კონგრესმა ასევე არაერთხელ შენიშნა რამსფელდის პროფესიული უუნარობა ერაყში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით საკმარისი რაოდენობის ჯარები გაეგზავნა.
პოლიტიკური მიმომხილველები კი ამ დროს, მინისტრს ურჩევენ გააგრძელოს ამერიკული სამხედრო ძალების ეგრეთწოდებული მოდერნიზების გეგმის განხორციელება და ასევე შეინარჩუნოს ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომის კამპანია.
დონალდ რამსფელდი, ყოფილი კონგრესმენია და ამას გარდა, მას თავის დროზე ეკავა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაც.
ბატონ რამსფელდს პრეზიდნეტ ბუშსა და ვიცე პრეზიდნეტ ჩეინისთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აკავშირებს.