ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ღაზის ლტოლვილთა ბანაკზე - 2004-12-02


პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 14 პალესტინელია მოკლული და სულ მცირე 72 დაჭრილი. ისრაელის თანახმად ხან იუნესის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა მახლობელ ებრაულ დასახლებაზე პალესტინელების მიერ ჭურვების დაშენამ გამოიწვია. იერუსალიმში, ისრაელის პარლამენტი დებატებს იწყებს ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან ებრაული დასახლებების დაშლის შესახებ პრემიერ მინისრტრ არიელ შარონის გეგმის განსახილველად. პარლამენტი ამ გეგმას ხვალ უყრის კენჭს. ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი ახალმოსახლეთათვის კომპენსაციების გასაცემად. ევაკუაციის მოწინააღმდეგეებს სასჯელი ელით.

ოფიციალურმა ქაირომ განაცხადა, რომ ხუთი ეგვიპტელი დააპატიმრეს წითელი ზღვის კურორტ ტაბაში ტერაქტის მოწყობაში ხელისშეწყობის ბრალდებით. ამ ტერაქტმა 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.ორი ეჭვმიტანილი ეგვიპტელი ჯერაც იმალება.

XS
SM
MD
LG