ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი: მოხდება თუ არა შეთანხმება? - 2004-11-28


დასავლელი დიპლომატების განცხადებით ირანმა უარი თქვა ურანის გამდიდრების ტექნოლოგიის განვითარებაზე.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ვენაში ამის შესახებ ირანის ხელისუფლებამ სპეციალური წერილი გაუგზავნა.

შეერთებული შტატები თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.

ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები ირანის ხელისუფლებას დაემუქრნენ, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღებას დაუჭერენ მხარს, თუ თეირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრების სამუშაოებს.

XS
SM
MD
LG