ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არჩევნები 30 იანვარს გაიმართება - 2004-11-28


ერაყის დროებითი მთავრობის რწმუნებულმა უკუაგდო უმთავრესად სუნიტთა და ქურთთა ჯგუფების მოწოდებანი ქვეყნის პირველი ეროვნული არჩევნების გადადების მოთხოვნით.

პოლიტიკურმა ჯგუფებმა მოითხოვეს, რომ მთავრობამ 30-ი იანვრისათვის დანიშნული არჩევნები სულ მცირე 6 თვით მაინც გადასდოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიზეზით. ერაყის შიიტთა უმრავლესობა ამ მოთხოვნებს გამუდმებით ეწინააღმდეგება.

რამდენიმე პოლიტიკურმა ფრაქციამ არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწდა მოსახლეობას, სხვადასხვა ჯგუფებმა კი შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ძალადობით დაშინებული ერაყის მოსახლეობა თავს აარიდებს კენჭისყრაში მონაწილეობას. მაგრამ, როგორც პრემიერ მინისტრ იად ალავის რწმუნებულმა განაცხადა, ერაყის ლიდერი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ არჩევნების გადადებით, მასში მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.

იმავე დროს, მეამბოხეთა თავდასხმები გრძელდება. აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დღეს, ორი ჯარისკაცი დაიჭრა ბაღდადის აეროპორტისაკენ მიმავალი ავტოკოლონის შორიახლოს დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG