ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან - 2004-11-28


უკრაინაში ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა.

უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას უჭერს მხარს.

ვიქტორ იუშჩენკო ხელახალი არჩევნების დანიშვნას 12 დეკემბრისთვის მოითხოვს. არ წყდება მისი მომხრეების მრავალათასიანი მიტინგი კიევში. იუშჩენკოს მოთხოვნას ევროკავშირის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

იანუკოვიჩის მომხრები აღმოსავლეთ უკრაინაში იმუქრებიან, რომ იუშჩენკოს პრეზიდენტად აღიარების შემთხვევაში ისინი ამ რეგიონის ავტონომიას გამოაცხადებენ.

ორშაბათს უკრაინის უმაღლესი სასამართლო არჩევნების გაყალბების საკითხს განიხილავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ იუშჩენკოს და მის მომხრეებს სამთავრობო შენობების ბლოკადის მოხსნა მოსთხოვა.

XS
SM
MD
LG