ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარადეი: შეთანხმება შესაძლებელია  - 2004-11-27


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანის ხელისუფლებას შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ცდილობენ დაარწმუნონ ირანელი დიპლომატები ურანის გამდიდრების შეჩერების პროგრამიდან არ ამოიღონ 20მდე ცენტრიფუგა, რომელთა გამოყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის შესაძლებელი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის განცხადებით, პარიზში მიღწეული შეთახმება არ კრძალავს ცენტრიფუგების გამოყენებას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამ სააგენტოს თავმჯდომარის მუჰამედ ელ ბარადეის განცხადებით, ამ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით მხარეები გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ.

თუ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები ემუქრება.

XS
SM
MD
LG