ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი: 30 იანვარი არჩევნების დღეა - 2004-11-27


ერაყის მთავრობის რწმუნებულმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს არჩევნების ჩატარება გეგმის თანახმად-30 იანვარს, მიუხედავად არჩევნების სულ მცირე 6-ი თვით გადადებაზე მოთხოვნისა.

მთავრობის რწმუნებულმა დღეს ჟურნალისტების წინაშე განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრი იად ალავი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ არჩევნების გადადების შემთხვევაში უშიშროების მიზეზებით, არჩევნებში ნაკლები ხალხი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნების გადადების წინააღმდეგია აგრეთვე ერაყის შიიტი მოსახლეობა.

იანვრისთვის დანიშნული არჩევნების გადადება გუშინ, საარჩევნო კომისიას სთხოვა სულ მცირე 15-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთა უმეტესი ნაწილი სუნიტთა და ქურთთა უმცირესობებს წარმოადგენენ.

მაგრამ დღეს, კომისიის თავმჯდომარემ, აბდალ ჰუსეინ ალ ჰინდავიმ განაცხადა, რომ მხოლოდ კომისია ვერ გადადებს არჩევნებს. მან თქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანისთვის უნდა იმსჯელონ მთავრობამ, პარლამენტმა, გაერომ და სხვებმა.

XS
SM
MD
LG