ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა არჩევნების შემდეგ - 2004-11-27


უკრაინის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა. უკრაინელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა. მათ უნდობლობა გამოუცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც არჩევნებში გამარჯვებულად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადა. კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში არ წყდება ოპოზიციონერი კანდიდატის ვიქტორ იუშჩნეკოს მხარდასაჭერად მოწყობილი მრავალათასიანი მიტინგები.

უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას კანონის ძალა არ გააჩნია, მაგრამ ის უდავოდ დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის უმაღლეს სასამართლოზე, რომელმაც ორშაბათს უნდა განიხილოს არჩევნების გაყალბების საკითხი.

ვიქტორ იუშჩენკო ხელახალი არჩევნების ჩატარებას 12 დეკემბრისთვის მოითხოვს.

XS
SM
MD
LG