ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში სიტუაცია დაძაბულია - 2004-11-20


ბაღდადის დასავლეთ ნაწილში ძლიერმა ბრძოლამ იფეთქა მეამბოხეთა შორის, რომლებიც ებრძვიან აშშ-ისა და ერაყის შეიარაღებულ ძალებს.

პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიციის ერთერთ განყოფილებაზე მეამბოხეების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა.

მეამბოხეებმა აგრეთვე ცეცხლი გაუხსნეს ერაყის ეროვნული გვარდიის ერთერთ ქვედანაყოფს, რასაც როგორც სჩანს, მსხვერპლი მოჰყვა.

იმავე დროს, ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში, აშშ-ის სამხედრო სარდლობის განცხადების თანახმად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა ამერიკელი ჯარისკაცი, როდესაც ერაყელმა მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს არმიის პატრულზე. ერთერთ ხალხმრავალ ქუჩაზე დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ერაყის საზოგადოებრივ საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამინისტროს ერთერთი მრჩეველი და 3-ი სხვა თანამშრომელი დახოცეს დღეს დილით, როდესაც ისინი სამსახურში მიდიოდნენ.

XS
SM
MD
LG