ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტი სანტიაგოში - 2004-11-20


აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ჰიუ ჯინტაო ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას აპირებენ.

ეს განცხადება პრეზიდენტებმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის შეხვედრაზე გააკეთეს, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარეობს. პრეზიდენტების აზრით, კორეის ნახევარკუნძული თავისუალი უნდა იყოს ბირთვული იარაღისგან.

ჯორჯ ბუშის განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება იქნება არა მარტო კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ მთლიანად წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში.

ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდნეტი ბუში ჩინეთის ხელმძღვანელის გარდა სამხრეთ კორეის, იაპონიის და რუსეთის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ამას გარდა, “ აპეკის” ორ დღიან შეხვედრაზე ლიდერები მსოფლიოში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსაც დაუთმობენ ყურადღებას.

XS
SM
MD
LG