ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები პალესტინის ახალი ლიდერის ასარჩევად 9 იანვარს გაიმართება - 2004-11-14


პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს რომ იასირ არაფატის შემცვლელის ასარჩევად საპრეზიდენტო არჩევნები 9 იანვრისათვის ჩატარდება. დღეს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რავჰი ფატომ განაცხადა, რომ კანდიდატების ნომინაციის პერიოდი 20 ნოემბრიდან დაიწყება და 12 დღეს გაგრძელდება. არჩევნების თარიღი პარიზის საავადმყოფოში იასირ არაფატის გადაცვალებიდან სამი დღის შემდეგ გამოცხადდა. არაფატს თავისი შემცვლელის კანდიდატურა არ დაუსახელებია. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე მაჰმუდ აბასი დღეს ღაზაში იასირ არაფატის მგლოვიარეებსა და პალესტინელთა სხვადასხვა ფრაქციების წარმომადლგენლებს შეხვდება. ამ ფონზე,დღეს, ისრაელის პრემიერ მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები პალესტინელებისათვის არჩევნებში მონაწილეობის მინიჭების უფლებას.

XS
SM
MD
LG