ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტონი ბლერი თეთრ სახლში - 2004-11-12


დღეს თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდნეტი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ტონი ბლერს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესების განვითარება.

ბლერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის მიზანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიპოვოს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით.

ტონი ბლერი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც ჯორჯ ბუში არჩევნების შემდეგ ხვდება, და ასევე პირველი შეხვედრაა რომელსაც ამერიკა-ბრიტანეთის ლიდერები იასირ არაფატის დაკრძალვის შემდეგ მართავენ.

ორი ქვეყნის ლიდერი ამას გარდა ერაყში არსებულ სიტუაციასაც შეეხო.

XS
SM
MD
LG