ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება შეტევა ფალუჯაზე - 2004-11-11


ათასობით ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი ფალუჯაზე იერიშს აგრძელებს.

ამერიკელმა გენერალმა, რიჩარდ მაიერსმა დღეს განაცხადა, რომ ფალუჯაში ორშაბათს ოპერაციის დაწყების მომენტიდან ასობით მეამბოხე უკვე განადგურებულია, ან შეპყრობილია.

ამ ფონზე, ბაღდადთან ახლოს დღეს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 17 ამერიკელი სამხედრო, და 5 ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში ორმხრივ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. მეამბოხეებთან გასამკლავებლად, ადგილობრივ გამგებელს ამერიკული საჰაერო და სახმელეთო დახმარების მოთხოვნა დასჭირდა.

დღეს, ცალკეული შეტაკებები დაფიქსირდა ქალაქებში-კურკუკში, ჰილაში, რამადისა და სამარაში.

XS
SM
MD
LG