ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაფატის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან - 2004-11-11


იასირ არაფატის გარდაცვალებასთან ერთად, მსფოლიოს სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობას ხედავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დღეს ისრაელსა და პალესტინას, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა დემოკრატიული პალესტინური სახელმწფოს შექმნის აუცილებლობა, ქვეყნისა, რომელიც ასევე მშვიდობას მოუტანს მის მეზობელ ქვეყნებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა ლონდონიდან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ორივე მხარესთან გააგრძელებს მუშაობას, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ სუბიექტთან, რათა ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის სამართლიანი და მდგრადი გამოსავალი მოინახოს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, კი რომელმაც არაფატი საავადმყოფოში მოინახულა აცხადებს, რომ პარიზი კვლავ გამოვა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრების ერთერთ აქტიურ მხარდამჭერად.

კომენტარები გააკეთეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტებმა-ბილ ქლინტონმა და ჯიმი კარტერმა, და აღნიშნეს, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.

იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ მინისტრმა არიელ შარონმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაფატის გარდაცვალება ისტორიული მომანტია ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. მისი განმარტებით, პროგრესი დამოკიდებული იქნება თუ რამდენად შეძლებენ პალესტინელი ლიდერები მეამბოხე დაჯგუფებებთან დაპირისპირებას.

რუსეთში, კი ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არაფატის გარდაცვალება დიდი დანაკლისია პალეტინელი ხალხისთვის.

XS
SM
MD
LG