ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამტაცებლებს მძევლები კვლავ დატყვევებულები ჰყავთ ავღანეთში - 2004-11-10


ავღანეთში ვიზიტად მყოფმა მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გაეროს სამი მუშაკის გამტაცებლებთან გარიგებაზე არ წავა.როგორც დღეს, ქაბულში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რიჩარდ არმიტაჯმა რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, ვაშინგტონი სთვლის, რომ მძევლების გამტაცებლებთან მოლაპარაკება და კომპრომისზე წასვლა უფრო წაახალისებს მათ მეტი მძევლების აყვანაზე. გუშინ გამტაცებლებმა დღემდე გააგრძელეს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის დადებული საბოლოო ვადა.ახლა გამტაცებლები, რომლებიც თავს მუსულმანთა არმიას უწოდებენ, 26 თალიბი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ.გაეროს სამი მუშაკი ამ ჯგუფმა 29 ოქტომბერს გაიტაცა .მას შემდეგ მათ მძევალთა მკვლელობის საბოლოო ვადები რამდენჯერმე შესცვალეს. ხელისუფლებს შესაძლებელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარები არ გაუკეთებიათ.გამტაცებლები კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG