ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაფატის ავადმყოფობის დროს პალესტინელები უშიშროების გეგმას აყალიბებენ - 2004-11-07


პალესტინის ავტოტომიის ლიდერები და მეამბოხე დაჯგუფებები იასირ არაფატის გარდაცვალების შემთხვევაში თანხმობისა და შერიგებისაკენ მოუწოდებენ მოსახლეობას.

ავტონომიის ლიდერებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, რომელიც მათი ლიდერის ავადმყოფობის დროს ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს უშიშროებას ითვალისწინებს.

არაფატის ჯანმრთელობა ბოლო მონაცემებით სტაბილურია, თუმცა იგი კვლავ სარეანიმაციო განყოფილებაში რჩება.

დღეს, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც იასირ არაფატის ღაზის სექტორში დაკრძალვას ითვალისწინებს.

თუმცა არაფატის ადრეული მინიშნებებით მისი სურვილი იყო იგი იერუსალიმში დაესაფლავებინათ.

თელავივი ამაზე უარს აცხადებს.

XS
SM
MD
LG