ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაილანდის სამხრეთში მუსლიმანი უმცირესობის ამბოხება - 2004-11-07


თაილანდის სამხრეთში შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე პრემიერ მინიტსრი არ მიიღებს მონაწილეობას ჩილეში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში.

თაილანდის ოფიციალურმა პირებმა დღეს გააკეთეს განცხადება რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრი შეშფოთებულია სამხრეთში მოქმედი მეამბოხე მუსლიმანების აქტივობით.

თუმცა წარმომადგენელმა ისიც დასძინა, რომ სამხრეთში არსებული სიტუაცია, მიუხედავად დაძაბულობისა მხოლოდ ერთერთია იმ საკითხთა შორის რომელთა გამო ბატონმა თაქსინმა გააუქმა ეს მოგზაურობა:

25 ოქტომბრის შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ სამხრეთის უმცირესობის ამბოხება ძალის გამოყენებით ჩაახშო, რეგიონში თითქმის ყოველდღე სასაიკვდილო თავდასხმებს აქვს ადგილი.

25 ოქტომების მოვლენებმა 85 მუსლიმანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს კი თაილანდის სამხრეთის პროვინციაში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ორი ბუდისტი მოქალაქე მოკლეს.

XS
SM
MD
LG