ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო მდგომარეობა ერაყის ქალაქებში - 2004-11-07


ერაყის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაშინ როცა ქვეყნის ცენტრალურ ნაწლში დაძაბულობა იზრდება, ქალაქ ფალუჯაში კი ამერიკული ძალები მეამბოხეებზე იერიშის მისატანად ემზადებიან.

საგანგებო მდგომარეობა 60 დღე გაგრძდლედება ყველგან გარდა ქვეყნის ჩრდილოეთში, ქურთული მოსახლეობით დასახლებული ტერირტორიისა. ერაყის მთავრობის წარმომადენლის განცხადებით, ასეთი ზომა მას შემდეგ გახდა აუცილებლი, რაც აფეთქებებისა და მკვლელობების შესაჩერებლად ყველა სამშვიდობო გეგმა ჩავარდა.

ერაყის მთავრობის მიერ საგანგებო მდგომaრეობის გამოცხადება მოჰყვა მეამბოხეების მიერ ქალაქებში-ჰადიტასა და ჰაქლანიაში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შედეგად 21 ერაყeლი პოლიციელი დაიღუპა.

ფალუჯაში, მცხოვრებლების განცხადებით, შეიარაღებული დაპისისპირება მას შემდეგ განახლდა რაც მთელი გასულ ღამის განმავლობაში ამერიკული ძალები საჰაერო რეიდებსა და საარტელიერო დაბომბვებს ატარებდნენ.

ბაღდადში კი მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერაყის ფინანსთა მინისტრის ერთერთი მცველი დაიღუპა. თავად მინისტრი არ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG