ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური ადმინისტრაციის პოლიტიკა - 2004-11-05


დღეიდან პრეზიდენტი ბუში რამდენიმე დღით დასვენებას აპირებს მომქანცველი საარჩევნო კამპანიის დამთავრებისა და მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი პოლა ვოლფსონი თეთრი სახლიდან იუწყება, გუშინდელ პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს თანამშრომლობა შესთავაზა, მაგრამ ამავე დროს ნათელყო, რომ თავისი პროგრამებისა და პოლიტიკის კურს არ შესცვლის. მან კმაყოფილება გამოხატა ამერიკელი ამომრჩევლის მტკიცე მხარდაჭერით. მისი დღის წესრიგის სათავეში კვლავაც ტერორიზმთან ბრძოლა დგას ისევე, როგორც საგადასახადო კოდექსის შეცვლა და საპენსიო ,ჯანდაცვის პროგრამების გადასინჯვა. რაც შეეხება მოსალოდნელ ცვილელებს მის კაბინეტში, მან თქვა, რომ რა თქმა უნდა ცლილებები იქნება .

XS
SM
MD
LG