ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაფატი სიკვდილს ებრძვის - 2004-11-05


იმ დროს როცა პარიზის სამხედრო საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი კვლავ კომაშია, პალესტინელთა მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავენ მის გარეშე ამ რეგიონის მართვის პრობლემებს. საფრანგეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთში პალესტინელთა დესპანმა ლეილა შაჰიდმა კატეგორიულად უარყო საინგფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა თითქოს პალესტინელთა ლიდერი კომაშია . მან თქვა, რომ 75 წლის არაფატი კომაში ჩავარდა როცა ექიმებმა ანესტეზია გაუკეთეს სამედიცინო შემოწმების ჩატარების მიზნით. მისი თქმით მისი დიაგნოზი ჯერაც დაუდგენელია, თუმცა გამორიცხულია კიბოს დაავადების რამდენიმე სახეობა ლეიკემიისა და კუჭის კიბოს ჩათვლით. იმ დროს, როცა იასირ არაფატი სიკვდილ- სიცოცხლის მიჯნაზეა პალესტინელთა მოშუღლე ფრაქციების ლიდერები ღაზის სექტორში შეიკრიბენ ფრაქციონალური დაპირისპირების დასაძლევად. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარდაცვალების შემთხვევაში,იასირ არაფატს ღაზაში დაკრძალავენ და არა იერუსალიმში,

XS
SM
MD
LG