ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში ფალუჯაში სამხედრო ოპარაციები განხორციელდება - 2004-11-05


ერაყის პრემიერ მინისტრმა ფალუჯაში გამაგრებული მოთარეშეები გააფრთხილა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ღია კარი იხურება, რაც გარდაუვალს ხდის ამ ქალაქზე სრული მასშტაბის სამხედრო თავდასხმას. ილარარაკა რა ბრიუსელში,ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, მან რეპორტიორებს მოახსენა, რომ ფალუჯის მოსახლეობის უმრავლესობა გაიქცა და ქალაქში ამჟამად მხოლოდ მოთარეშეები და უცხოელი ტერორისტები იმყოფებიან.აშშ-ებისა და ერაყის სამხედრო ძალემა ალყაში მოიქციეს ფალუჯა და რამადი და იერიშის დასაწყებად ბატონ ალავის ბრძანებას ელიან. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ იანვრის ეროვნული არჩევნების წინ უშიშროების განსამტკიცებლად იგი ძალის გამოყენების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ნაშუაღამევს ამერიკულმა ძალებმა ბლოკირება მოუხდინეს ფალუჯასკენ მიმავალ გზებს და მოთარეშეთა ობიექტების დაბომბვები გააძლიერეს. ქალები და ბავშვები გააფრთხილეს რაც შეიძლება მალე დასტოვონ ქალაქი.

XS
SM
MD
LG