ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენჭისყრა გრძელდება - 2004-11-03


ოჰაიოში უკვე დაიკეტა საარჩევნო უბნები. ჯერჯერობით უცნობია გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა. ოჰაიო რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის შტატიდან ერთერთია.

პარალელურად ამისა, რამდენიმე წყაროს მონაცემებით, პრეზიდენტი ბუში ლიდერობს დასავლეთ ვირჯინიის შტატში.

საარჩევნო უბნები ასევე დაიხურა ჩრდილოეთ კაროლინაში. არ არის ცნობილი წინასწარი მონაცემები.

აქამდე არსებული ინფორმაციით ბუშს საარჩევნო კოლეგიის 39 ხმა უკვე აქვს. სენატორ კერის კი ჯერ მხოლოდ სამი.

ზემოხსენებულ შტატებში ადგილი არ ჰქონია რაიმე მოულოდნელობას.

გამარჯვებულმა კანდიდატმე საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან უმრავლესობა- 270 ხმა უნდა მოიპოვოს.

XS
SM
MD
LG