ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება - 2004-11-02


ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება.

პრეზიდენტი ბუში და სენატორი კერი სამშაბათს დილას ამომრჩეველთან შეხვედრას კვლავ გეგმავენ.

ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვის მაჩვენებლებით ორივე კანდიდატს ამომრჩევლის თანაბარი რაოდენობა ემხრობა. არჩევნების შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვანი შტატის ხმაზე იქნება დამოკიდებული, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატები კიდევ უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან.

ორშაბათს, პრეზიდენტი ბუში ექვს შტატში იმყოფებოდა. მან რესპუბლიკელ ამომრჩეველს განუცხადა, რომ სწორედ ის არის კანდიდატი, რომელიც ჩვეულებრივი ამერიკელების ხმას დაიცავს. მან ასევე ნეიტრალურ და დემოკრატებად დარეგისტრირებულ ამომრჩეველსაც მოუწოდა მხარდაჭერისაკენ.

სენატორი კერი არჩევნების წინა დღეს ოთხ შტატში შეხვდა ამომრჩეველს. მან ამერიკელებს ტერორიზმთან უფრო ეფექტური ბრძოლის წარმოება აღუთქვა.

XS
SM
MD
LG