ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს მისია დაესწრება - 2004-11-02


არჩევნების დღეს, 2 ნოემბერს ევროპელ დამკვირვებელთა ჯგუფი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე საარჩევნო პროცესის მონნიტორინგს განახორციელებს.

ეუთო-ს დაახლოებით ასი დამკვირვებელი შეერთებულ შტატებში მისთვის ჩვეულ სადამკვირვებლო მისიას შეასრულებს -დააკვირდება საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეუთო, შეერთებულ შტატებში, როგორც მის ერთერთ წევრ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოებში გატარებული სადამკვირვებლო ზომებით და შესაბამისად, ანალოგიური წესებით იხელმძღვანელებს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა-ადამ ერელიმ აღნიშნა, რომ აქამდე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ამერიკის საგუბერნატორო და კონგრესის წევრთა საარჩევნო პროცესის მონიტორინგი აქვს ჩატარებული. თუმცა, ერელიმ ისიც აღნიშნა, რომ წელს ეუთო პირველად ახორციელებს დაკვირვებას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

XS
SM
MD
LG