აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონის მთავარი ტელესადგური დახურა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ტელეარხი ოპოზიციონერი კანდიდატის-სერგეი ბაგაფშის პოზიციას აშუქებდა.
აფხაზეთის უმაღლესმა სასამართლომ, გასულ კვირას, როგორც გახსოვთ ბაგაფში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა, თუმცა დღევანდელმაი პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ამის შემდეგ ხელი მოაწერა ხელახალი არჩევნების ჩატარების განკარგულებას.
ოფიციალური თბილისი აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, და აცხადებს, რომ შეეცდება სოხუმი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაუქვემდებაროს.