ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იად ალავის მთავრობა ფალუჯაში ძალის გამოყენებით იმუქრება - 2004-10-31


ერაყის პრემიერ-მინისტრის იად ალავის განცხადებით მთავრობას აევსო მოთმინების ფიალა ფალუჯაში გამაგრებული პარტიზანების მიმართ და თუ ისინი თავისი ნებით არ დაყრიან იარაღს მაშინ ამერიკელები ამ ქალაქზე შეტევას განახორციელებენ.

შეერთებული შტატების სამხედროები პარტიზანთა მთავარ დასაყრდენ ქალაქზე იერიშისთვის ემზადებიან. ფალუჯაში ერაყელი პარტიზანების რამდენიმე ათასკაციანი დაჯგუფება იმყოფება.

იად ალავის განცხადებით ხელისუფლებამ 167 უცხოელი მეომარი დააპატიმრა, რომლებიც სულ მალე წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ერაყის უშიშროების ძალებმა კი აბუ-მუსაბ ალ ზარქავის 4 თანაშემწე მოკლეს.

ქალაქ რამადიში ამერიკელ ჯარისკაცებსა და პარტიზანებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 6 კაცი დაიღუპა და 8 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG